11 მარტს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი ადვოკატთა ასოციაციაში ახლადგაწევრიანებულ ადვოკატებს შეხვდა და ადვოკატთა ასოციაციის სასწავლო ცენტრის საქმიანობის, სემინარების და ტრენინგების მიმდინარეობის შესახებ ესაუბრა. ადვოკატები განგრძობადი იურიდიული განათლების სისტემის მიმდინარეობით დაინტერესდნენ, მათ სურვილი გამოთქვეს ჩაერთონ ადვოკატთა ასოციაციის მიერ ორგანიზებულ ინიციატივებში და კმაყოფილება გამოთქვეს საინტერესო და აქტუალური სემინარების ორგანიზებისათვის.
საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია განაგრძობს პროექტს ,,შეხვედრები ოთხშაბათობით". პროექტი გათვალისწინებულია ახლადგაწევრიანებული ადვოკატებისათვის, რათა მათ გაუადვილდეთ პროფესიაში შემოსვლა, გაეცნონ ადვოკატთა ასოციაციაში მიმდინარე მოვლენებს და საქმიანობას. პროექტის ფარგლებში ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე ზაზა ხატიაშვილი და აღმასრულებელი საბჭოს წევრი ირაკლი ყანდაშვილი ყოველი კვირის ოთხშაბათს გამართავენ შეხვედრებს ადვოკატებთან. პროექტში აღმასრულებელი საბჭოს სხვა წევრებიც ჩაერთვებიან.